მთავარი პოლიტიკა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს

0 1258

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის საქმეებს სწორედ პირველ მოადგილეს გადააბარებს. „გუშინდელ დღემდე ვმუშაობდი ჩვეულებრივ რეჟიმში და ჩემი გათვლები იყო ისეთი, რომ ბოლომდე უნდა ვიყოთ. გუშინ შეიცვალა არსებითად ვითარება. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მოსაზრებები იყო, მაგრამ ვინაიდან არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიციები, მე არავითარი უფლება არ მქონდა, რომ შემეყოვნებინა ჩემი ყოველდღიური საქმიანობა. დღეიდან დაიწყება უკვე მუშაობა, რათა გადავიტანო საკითხები სხვაზე. ალბათ, ჩემი პირველი მოადგილე იმუშავებს გარკვეული პერიოდი, შესაბამისად, მას ჩავაბარებ საქმეებს. არ მგონია, რომ ამას დასჭირდეს ძალიან დიდი დრო, მაქსიმუმ 10-12 დღე. ნებისმიერ შემთხვევაში ამ პერიოდში უნდა ჩავეტიო“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი