მთავარი პოლიტიკა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია იქნება

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია იქნება

0 900

მარტვილი-აბაშის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იქნება.
აღნიშნულ ინფორმაციას ოთარ დანელია არც უარყოფს და არ ადასტურებს.
”ვფიქრობ, რომ ჯობს დაველოდოთ წარდგენას, პრემიერ-მინისტრი თავად დაასახელებს და ყველასთვის ცხადი გახდება ყველაფერი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი, პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 20:00 საათზე, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე წარადგენს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი