მთავარი რეგიონი სტიქია აჭარაში

სტიქია აჭარაში

0 613

გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ ბათუმი – ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი დატბორა. ადგილობრივების თქმით , დატბორის მიზეზი სანიაღვრე სისტემის გაუმართავობაა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მაღალმთიანი აჭარის მოსახოელბას. ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძირითადი პრობლემა სოფელ ზედა აჭყვაში ფიქსირდება, სადაც შესაძლოა სამი ოჯახის გამოსახლება გახდეს საჭირო. სტიქიამ პრობლემემები შეუქმნა იმერეთსაც. ამ დრომდე ვანი-სულორის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. სტიქიის შედეგებს დღეს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავად გაეცნო. მისი განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა მოკლე დროში მოხდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სტიქია საკმაოდ მასშტაბური იყო და მას ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საკამოდ მძიმე შედეგებიც აქვს.სტიქიისგან დაზარალებული რეგიონები ვიცე-პრემიერი კახი კალაძეც იმუოფებოდა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზარალი დათვლილი იქნება და მაქსიმალურად ანაზღაურებული. ” გუშინდელი სტიქიის შემდეგ 450 შეტყობინება დაფიქსირდა და 500-მდე მაშველი ამ დრომდე მუშაობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს სტიქიის ზონაში, შუახევში იმყოფებოდა. “ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 100 ერთეული ტექნიკა. რაც მთავარია არ გვაქვს ადამიანების მსხვერპლი. ჩვენი მაშველები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი