მთავარი პოლიტიკა “საქართველოს აქვს გერმანიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში”

“საქართველოს აქვს გერმანიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში”

0 509

გერმანიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიფინგი გამართეს. პრესკონფერენციამდე ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის დელეგაცია მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს.

„მნიშვნელოვანი დღე აღვნიშნეთ ერთად, პირველი ივლისი, როდესაც სრულად შევიდა ძალაში და ამოქმედდა ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის დიდი მიღწევა საქართველოსთვის, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მივისწრაფვით ევროპული ოჯახისაკენ, მივისწრაფვით იქითკენ, რომ ჩვენ შევქმნათ ნამდვილად ევროპული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს სტანდარტებს და პრინციპებს. ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენ ასოცირების შეთანხმება, რომელიც პირობითად ძალაში შევიდა 2014 წლის სექტემბრიდან და ახლა უკვე სრულად ამოქმედდა, უკვე მოიტანა პოზიტიური შედეგები, როგორც ეკონომიკური, ასევე ინსტიტუციური განვითარების, ჩვენი პოლიტიკური დაახლოების კუთხით ევროკავშირთან. ამ შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს. იზრდება ეკონომიკური აქტივობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან. იზრდება ინვესტიციები, ექსპორტი და ეს ქმნის მყარ საფუძველს, რათა ჩვენი განვითარება ევროკავშირთან ერთად, იყოს მდგრადი და სტაბილური. ჩვენ ძალიან დიდი დახმარება გვაქვს ამ მიმართულებით გერმანიის მხრიდან.

“გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი და დონორია, როგორც ფინანასური, ასევე ტექნიკური დახმარების კუთხით საქართველოს განვითარებაში. საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო მიმართულებასაც გაუსვა ხაზი.

“ჩვენი მისწრაფებების ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, ჩვენი სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისთვის რომ ევროპა იყოს უსაფრთხო და მიუხედავად დღეს არსებული დიდი გამოწვევებისა, ევროპა იყოს სტაბილური

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ევროკავშირი და საქართველო ერთად არის ევროპის განვითარების დღის წესრიგის მონაწილე.

ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარემოზე, ვისაუბრეთ იმ კონფლიქტებზე, რომელიც რეგიონშია, ეუთო-ს მნიშვნელობაზე, მნიშვნელობაზე გერმანიის კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, ვისაუბრეთ იმ მწვავე ვითარებაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ პროვოკაციებზე და მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საოკუპაციო ხაზზეა და იმ მშვიდობიან მიდგომებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ფედერაცია არ ასრულებს თავსი ვალდებულებებს, ჩვენ საქართველო სრულად ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მოვახერხოთ ამ კონფლიქტის დარეგულირება,“-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა

მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს აქვს გერმანიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში.

„ჩვენი ვისაუბრეთ საქართვლოს ასოცირების შეთანხმებაზე და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯზე, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია და ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოხატული, რომ საქართველომ ძალიან მალე უნდა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება. შესაბამისი განხილვები მიმდინარეობს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს განხილვები მალე დასრულდება და როგორც ევროკავშირის პარლამენტი, ასევე ევროკავშირის საბჭო მხარს დაუჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შტაინმაიერი საქართველოში გუშინ დღის ბოლოს, ეუთო-ს საპარალემტნო ასამბლეის 25-ე სესიაზე დასასწრებად, დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოფრინდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი