მთავარი უცხოეთის ამბები საფრანგეთში ხვალიდან სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული

საფრანგეთში ხვალიდან სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული

საფრანგეთში ხვალიდან სამდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ეროვნული გლოვა 16,17 და 18 ივლისს, ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ტერორისტების მიზანი შიშისა და პანიკის დათესვაა.
„მაგრამ საფრანგეთი ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი დემოკრატიაა, რომელიც დესტაბილიზაციის უფლებას არავის მისცემს“, – განაცხადა მანუელ ვალსმა.
ბოლო მონაცემებით, გუშინ ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი