მთავარი საზოგადოება სამტრედია-გრიგოლეთის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი უახლოეს დღეებში გაიხსნება

სამტრედია-გრიგოლეთის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი უახლოეს დღეებში გაიხსნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. იანოშ ჰერმანი სამუშაოების მიმდინარეობის ტემპით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ის არამარტო ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილებს გადაადგილებას, არამედ საქართველოს საგზაო სისტემას დანარჩენი ევროპის საგზაო სისტემასთან დააკავშირებს. ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფ ინტერგრაციას ევროპასთან. 
უახლოეს დღეებში სამტრედია-გრიგოლეთის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა იგეგმება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნის მოსახლეობას და ტურისტებს ახალი გზით კომფორტულად გადაადგილდნენ აჭარის მიმართულებით.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი