მთავარი პოლიტიკა “საკითხი ასე არ უნდა დავსვათ, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, საქართველოს არჩევნები უკვე...

“საკითხი ასე არ უნდა დავსვათ, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, საქართველოს არჩევნები უკვე გადაელოცება სააკაშვილს”

0 727

ასე ცალსახად საკითხის დასმა, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ ქვეყანა დაიქცევა და საქართველოს არჩევნები გადაელოცება მიშა სააკაშვილს, ასე არ არის – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გიგი წერეთლის არჩევის შემთხვევაში, მიკერძოების საფრთხე არ დგას, რადგან როდესაც ადამიანი ინსტიტუციას ხელმძღვანელობს, მას ეს პოზიცია გარკვეულ დამატებით ბარიერებს უქმნის.

„ხმა მივეცი ქალბატონ მუტონენს, რაც შეეხება დანარჩენ თემებს, მე ყველას ვუსურვებ ცოტა უფრო ღრმად გაერკვეს საკითხებში, როდესაც საფრთხეებზე საუბრობს. EPP-ის ფრაქციის ხელმძღვანელი წერეთელი გაცილებით თავისუფალია თავის ქმედებებში, ვიდრე ვიცე პრეზიდენტი წერეთელი ამავე ორგანიზაციაში. იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკური ფრაქციული პოლიტიკა უკავია ამა თუ იმ პირს, მას შეუძლია იყოს მიკერძოებული და უნდა იყოს მიკერძოებული. როდესაც თვითონ ინსტიტუციის ხელმძღვანელის ფუნქცია ეკისრება, მას დამატებითი ბარიერები უჩნდება თავისვე კოლეგების მხრიდან, რომ არ იყოს ისეთი მიკერძოებული, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, აქ ასე ცალსახად საკითხის დასმა, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ ქვეყანა დაიქცევა ქვეყანა და საქართველოს არჩევნები გადაელოცება მიშა სააკაშვილს ასე არ არის. პოლიტიკა მათ შორის საერთაშორისო არენაზე ცოტა უფრო მეტ დაფიქრებას და სიღრმეში ჩახედვას მოითხოვს იმისთვის, რომ საკუთარ ინტერესს მივაღწიოთ. ამასთანავე, ყველა ვცდებით ხოლმე ხანდახან, შეიძლება ახლა მე ვცდები, შეიძლება ჩემი კოლეგები,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი