მთავარი საზოგადოება სადგურის მოედნის მიმდებარედ პროსტიტუციის წინააღმდეგ აქცია იმართება

სადგურის მოედნის მიმდებარედ პროსტიტუციის წინააღმდეგ აქცია იმართება

სადგურის მოედნის მიმდებარედ, გოგოლის ქუჩის მცხოვრებლები პროსტიტუციის წინააღმდეგ აქციას მართავენ. ისინი გოგოლის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ. 

როგორც მოსახლეობამ  განაცხადა, გოგოლის ქუჩა და გოგოლის ქუჩაზე არსებული სასტუმროები გადაქცეულია საროსკიპოებად. ღამით იქ თავს იყრის მთვრალი ხალხი, რომლებიც ხშირად ჩხუბობენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევენ. 

აქციის მონაწილეების თქმით, ასეთი ვითარება ამ ქუჩაზე დაახლოებით 25 წელია, რაც გრძელდება, თუმცა სამართალდამცველ უწყებებს რეაგირება არასდროს მოუხდენიათ. მოსახლეობა საპატრულო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთკვირიან ვადას აძლევს გოგოლის ქუჩაზე პრობლემის მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს. 

საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი დააკავეს. ის ერთ-ერთი სასტუმროს წინ საღებავით ცდილობდა წარწერის გაკეთებას, რა დროსაც პატრულმა დააკავა. როგორც პატრულმა მემანიშვილს დაკავებამდე განუმარტა, იგი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. 

გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი