მთავარი საზოგადოება რუსული პროპაგანდის გაძლიერება და საფრთხეები – ექსპერტების და დიპლომატების დისკუსია

რუსული პროპაგანდის გაძლიერება და საფრთხეები – ექსპერტების და დიპლომატების დისკუსია

რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე და მის საფრთხეებზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საუბრობენ. ამ საკითხზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევით ფონდში გამართულ დისკუსიაზე იმსჯელეს.

მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის საინფორმაციო და კიბერ ომი არა მარტო საქართველოს, დასავლეთსაც საფრთხეს უქმნის.

შეხვედრას ექსპერტები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“რუსეთიდან და არა მხოლოდ რუსეთიდან წამოსული პროპაგანდის შეჩერება, შეუძლებელი ხდება ამ მიდგომების გამო. ამიტომ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ მეთოდებზე, რომელიც დასავლურმა საზოგადოებამ უდა გამოიმუშაოს ამ ახალი ტიპის სერიოზული საფრთხის საწინააღმდეგოდ,“- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი