მთავარი უცხოეთის ამბები ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო. აფხაზურის მედიის ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა და პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის მოსახლეობის დაბალი აქტივობა ფიქსირდება. 
ე.წ. რეფერენდუმზე მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: „მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?“. პასუხის ვარიანტებია: „დიახ, „არა“.
დაზუსტებული მონაცემებით, ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობას 133 202 ადამიანი მიღებს. ამის შესახებ „აბხაზია ინფოს“ დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მთლიანობაში 151 ე.წ. საარჩევნო უბანი დილის 07:00 საათიდან გაიხსნება და 20:00 საათამდე იმუშავებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი