მთავარი უბედური შემთხვევა ლუგელას ხეობაში ავარიას 4 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლუგელას ხეობაში ავარიას 4 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლუგელას ხეობაში ავარიას 4 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა – 5. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ის რაც ლუგელას ხეობაში მოხდა ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. ავტოსაგზაო შემთხვევას სამწუხაროდ ჩვენი რეგიონის 4 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ჩემი თვალით ვნახე ის უბედურება რაც ამ ხეობაში ახლა ხდება. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს.

მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. ამ უბედური შემთხევის შედეგად ხუთი მოქალაქე დაშავდა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი გამოჯანმრთელებისთვის“, – განაცხადა გუბერნატორმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი