მთავარი რეგიონი კუმისელები სახლებს ტოვებენ – უცნობი მამაკაცი მოსახლეობას აშინებს

კუმისელები სახლებს ტოვებენ – უცნობი მამაკაცი მოსახლეობას აშინებს

0 758

კუმისელები სოფელს ტოვებენ. ადგილობრივების მონათხრობით, უკვე რამდენიმე კვირაა, უცნობი პირი სახლებში ღამის საათებში შედის და ოჯახებს აშინებს. ბავშვების და ქალების ნაწილი სხვა სოფელში გადაიყვანეს, მამაკაცებს კი ღამის საათებში მორიგეობა აქვთ დაწესებული.

უცნობმა მამაკაცმა ბოლო 3 დღის განმავლობაში 5 ოჯახში შეძლო შესვლა. ადგილობრივებმა ინფორმაცია სამართალდამცველებს პირველივე დღიდან მიაწოდეს. ძებნის პროცესში ჩართულია რწმუნებულიც, თუმცა მას თანასოფლელების მონათხრობის არ სჯერა.

სამართალდამცველებთან ერთად 40 წლამდე ნიღბიან მამაკაცს მოსახლეობაც ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები მთელი ღამე მორიგეობენ, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, ვინ აშინებს სოფელში ოჯახებს.

სამართალდამცველების  ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობის გამოკითხვას 2 კვირაზე მეტია, აწარმოებენ, თუმცა დაიწყება თუ არა გამოძიება, უცნობია.

„თავიდან არავის სჯეროდა, ბავშვია და რაღაცის შეეშინდაო, მეორე დღეს მეზობელმა დაიახა, შეეშინდათ, მერე მესამე მეზობელმაც დაინახა და შევშინდით. ხმაურობს, გვაშინებს, მაგრამ ვერ ვიჭერთ“,-აცხადებენ ადგილობრივი მცხოვრებლები „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი