მთავარი უცხოეთის ამბები კრემლმა რუსეთიდან ორი ამერიკელი დიპლომატი გააძევა

კრემლმა რუსეთიდან ორი ამერიკელი დიპლომატი გააძევა

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ორი ამერიკელი დიპლომატი გააძევა, რომელიც მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მუშაობდა. ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოქვეყნებულ განცხადებაში. საგარეო უწყების ინფორმაციით, მოსკოვმა შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა.დიპლომატიური ურთიერთობა მხარეებს შორის ივნისის დასაწყისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიძაბა, როცა ამერიკელ დიპლომატს რუსმა სამართალდამცავმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.რუსული მხარის მტკიცებით, აღნიშნული პირი სინამდვილეში ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო, რომელიც საელჩოში სადაზვერვო ოპერაციის ჩატარების შემდეგ ბრუნდებოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული მხარის ვერსია კატეგორიულად უარყო. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი