მთავარი სამართალი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „35-ე საფეხბურთო კლუბი“-ს პრეზიდენტი დააკავეს (ვიდეო)

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „35-ე საფეხბურთო კლუბი“-ს პრეზიდენტი დააკავეს (ვიდეო)

0 887

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბი“-ს პრეზიდენტი გოჩა ა. (საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გოჩა ავსაჯანიშვილი რედ.) და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა ა-მ მოქალაქე ვასილ მ-ს დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბში“ ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი