მთავარი პოლიტიკა იოჰანეს ჰანი – ევროკავშირი საქართველოს სასოფლო სამეურნეო სფეროს ხელშეწყობის მიზნით მომდევნო წლებში...

იოჰანეს ჰანი – ევროკავშირი საქართველოს სასოფლო სამეურნეო სფეროს ხელშეწყობის მიზნით მომდევნო წლებში 180-მდე მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

0 637

მომდევნო წლებში ევროკავშირი საქართველოს სასოფლო სამეურნეო სფეროს ხელშეწყობის მიზნით 180-მდე მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბათუმში განაცხადა.
„ამ საღამოს მექნება შესაძლებლობა გავეცნო სასოფლო სამეურნეო პროექტებს. ქართველი ხალხის 50%-მდე პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დასაქმებულია სასოფლო სამეურნეო სფეროში. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გამოვყობთ 180 მილიონ აშშ დოლარს, სასოფლო სამეურნეო სფეროში ბიზნეს პროექტების ხელშესაწყობად“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა, რომელიც ბათუმში ევროინტეგრაციის თემაზე მე-13 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.
ღონისძიება ბათუმში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი