მთავარი უცხოეთის ამბები თურქული მედია ათათურქის აეროპორტში თავდასხმის ორგანიზატორად აჰმედ ჩატაევს ასახელებს

თურქული მედია ათათურქის აეროპორტში თავდასხმის ორგანიზატორად აჰმედ ჩატაევს ასახელებს

თურქული მედია სტამბულში, ათათურქის  აეროპორტში  თავდასხმების ორგანიზატორად ჩეჩენ აჰმედ ჩატაევს ასახელებს. მედიის ინფორმაციითვე,  ის  ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტია, რომელმაც  აეროპორტში თავი აიფეთქა.

Eyni Safak-ის ცნობით, ჩატაევი ცნობილ ჩეჩენ ტერორისტ დოკუ უმაროვზე მუშაობდა,  მისი გარდაცვალების შემდეგ,  2013 წელს  “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

გაზეთის თანახმად,  ჩატაევი ტერორისტებთან ერთად თურქეთში 25 მაისს შევიდა, სახლი იქირავა და თავდასხმა დაგეგმა. ტერაქტის დღეს, 28 ივნისს, მათ  ტაქსი გამოიძახეს და  აეროპორტში მივიდნენ.

შეგახსენებთ, 28 მაისს, დაახლოებით 22.00 საათზე, სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში, სროლებისა და აფეთქებების შედეგად 42 ადამიანი  დაიღუპა, მათ შორის 13 უცხოელია.  239 ადამიანი დაშავდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი