მთავარი მსოფლიო “თურქი ხალხი გადატრიალების მცდელობაში მონაწილეების სიკვდილით დასჯას მოითხოვს”

“თურქი ხალხი გადატრიალების მცდელობაში მონაწილეების სიკვდილით დასჯას მოითხოვს”

0 730

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქი ხალხი მოითხოვს მათ სიკვდილით დასჯას, ვინც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში იყო ჩართული.

“ხალხი თვლის, რომ ტერორისტები უნდა მოკვდნენ… რატომ უნდა ვამყოფოთ და ვკვებოთ ისინი ციხეებში წლების განმავლობაში – აი, ამას ამბობს ხალხი”, – განაცხადა ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებმა ევროკავშირის კრიტიკა გამოიწვია. ევროპელი პარტნიორები მრავალრიცხოვანი დაკავებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ანკარას მოუწოდებენ, კანონის უზენაესობა უზრუნველყოს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი