მთავარი უცხოეთის ამბები თურქეთში ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული

თურქეთში ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული

თურქეთში ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული. „ევრონიუსის“ ცნობით, სტამბოლის ტაქსიმის სკვერში შეკრებილი ადამიანები სამხედრო გადატრიალების წარუმატებლად დასრულებას აღნიშნავენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი ანკარასა და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც არიან გამოსულები.

ამბოხების დროს ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა, დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების დაცვა და მეამბოხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სთხოვა.

სახელისუფლებო ძალებსა და ამბოხებულებს შორის მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 1440 მძიმედ დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ამბოხის ჩახშობის შემდეგ 3000-მდე სამხედრო პირი დააკავა, მათ შორის მაღალლი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან, 2700-ზე მეტი მოსამართლე კი გაათავისუფლა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი