მთავარი განათლება თსუ-ში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები დასრულდა

თსუ-ში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები დასრულდა

0 446

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები დასრულდა.
ყველა ფაკულტეტსა და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განლაგებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა 17:00 საათზე დასრულდა. როგორც სენატის წევრობის კანდიდატთა ნაწილი და არჩევნებზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, არჩევნებმა სახელმწიფო უნივერისტეტში ექსცესების და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა.
თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დღეს დილის 10:00 საათიდან ტარდება. აკადემიური პერსონალი და სტუდენტები სენატის 33 ახალ წევრს ირჩევენ, აქედან 12 მათგანი სტუდენტი, ხოლო 21 აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის წევრია.
საარჩევნო კომისია გამარჯვებულ კანდიდატებს არა უგვიანეს 23:00 საათზე გამოაცხადებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი