მთავარი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები მიმდინარეობს

0 542

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის)არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები „საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და თსუ-ს წესდებაში შესული ცვლილებების თანახმად ტარდება. სენატის წარმომადგენლობა, კანონით 76 წევრით განისაზღვრა, დღეს 33 ახალი წევრი უნდა აირჩიონ, აქედან 12 უნდა იყოს სტუდენტი, ხოლო 21 – აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი.
არჩევნებისთვის გახსნილია 21 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველთა რაოდენობა 28 781-ია. საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება. საარჩევნო კომისია გამარჯვებულ კანდიდატებს 23:00 საათამდე გამოავლენს.
სენატი უფლებამოსილია დაამტკიცოს ბიუჯეტი და ჩაატაროს კანცლერის არჩევნები. სენატის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი