მთავარი სპორტი ვაკო ყაზაიშვილის მიზანი – ჩემპიონთა ლიგაზე თამაში

ვაკო ყაზაიშვილის მიზანი – ჩემპიონთა ლიგაზე თამაში

0 619

აქართველოს ეროვნული ნაკრების და არნემის “ვიტესის” ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა განაცხადა, რომ ესპანეთთან მატჩში გამოჩნდა თუ როგორი შედეგი გამოიღო მისმა შრომამ და ახალი გამოწვევისთვის მზადაა.

“მსოფლიო კლასის ფეხბურთელების წინააღმდეგ პირველად არ ვთამაშობდი. საქართველო ესპანეთს გაეჯიბრა, მანამდე კი გერმანიას. ამ თამაშებში შევეცადე კარგად მეასპარეზა. ესპანეთთან მატჩმა კი დაამტკიცა, თუ რა შრომა გავწიე ბოლო თვეები განმავლობაში, ასე რომ ახალი ნაბიჯისთვის მზად ვარ.” – განუცხადა vitesse.org-ს ვაკომ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს.

ყაზაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შემოთავაზებები ჰქონდა. გუნდებმა ახალგაზრდა მოთამაშეს უარი უთხრეს, რადგან ვაკოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ხოლო მსურველი კლუბები ამ მოთხოვნას ვერ დაუკმაყოფილებენ.

“მინდა გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და ახალი გამოწვევის მისაღებად მზად ვარ. ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია და ვფიქრობ ამას შევძლებ. დაინტერესება? მქონდა, მაგრამ უარი მითხრეს, რადგან მე ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდისგან ველი შემოთავაზებას, ჩვენ კიდევ ორი თვე დაგვრჩა. ვფიქრობ, რომ 80%-ით გუნდში დავრჩები. რაც შეეხება ახალი მწვრთენლს, მას გამარჯვება სწყურია, ეს კი კარგია, რადგან გასულ სეზონში ცუდად ვიასპარეზეთ.”

ვაკო გასულ სეზონში გუნდის იგებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. ყაზაიშვილმა 36 მატჩში გულშემატკივრები 10 გოლით გაახარა და თანაგუნდელებს სამჯერ გაატანინა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი