მთავარი უცხოეთის ამბები ერევანში 136 დემონსტრანტი დააკავეს

ერევანში 136 დემონსტრანტი დააკავეს

ერევანში საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ სამართალდამცველებმა 136 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
არეულობა ერევნის გარეუბანში მდებარე ერებუნის რაიონში, სადაც ამ დრომდე შეიარაღებული ჯგუფი პოლიციის განყოფილების შენობაშია გამაგრებული და მძევლები ჰყავს აყვანილი, გუშინ საღამოს საათებში მოხდა.
შენობასთან ჯგუფის მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებიც სომეხი ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
აქტივისტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, აქედან 25 სამართალდამცველია.

ღამის არეულობის ქრონიკა. (ფოტო,ვიდეო)

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი