მთავარი მსოფლიო ერდოღანმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური მეთაურობის ხელმძღვანელი ამბოხებულების მხარდაჭერაში დაადანაშაულა

ერდოღანმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური მეთაურობის ხელმძღვანელი ამბოხებულების მხარდაჭერაში დაადანაშაულა

0 771

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური მეთაურობის ხელმძღვანელი ამბოხებულების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

თურქეთის პრეზიდენტი ჯოზეფ ვოტელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სამხედრო სტრუქტურებში მასობრივი წმენდისა და დაკავებების გამო ოფიციალური ანკარა გააკრიტიკა.

გენერალმა ვოტელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ის სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებთანაც შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობდნენ, დაკავებულებს შორის აღმოჩნდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიაჩნია, რომ ამ განცხადებით ამერიკელმა გენერალმა საკუთარი თავი ამხილა და ის შეთქმულების მონაწილეთა მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ გადატრიალების ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილი ფეთულაჰ გიულენი ამ დრომდე შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი