მთავარი უცხოეთის ამბები ერაყში ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მორიგი ტერაქტი მოხდა. დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. „როიტერის“ ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ააფეთქა.პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.ანალოგიური თავდასხმა ბაღდადში გუშინაც მოხდა, რა დროსაც დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი