მთავარი პოლიტიკა ელისო კილაძე – ზაზა გაბედავა- სად გადის ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის

ელისო კილაძე – ზაზა გაბედავა- სად გადის ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის

2 2018

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სათანადოდ გამოძიებული ყოფილიყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში მონაწილე პირების მხილება, ამ დრომდე  მხოლოდ ძიების პროცესშია . თუმცა ამ დრომდე მუდმივად ურთიერთ ბრალდებების ქარცეცხლში აღმოჩნდნენ ელისო კილაძე და ზაზა გაბედავა. კილაძე,გაბედავას ადანაშაულებს  ამ კადრების გამოქვეყნებაში, გაბედავა კი პირიქით კილაძეს მიიჩნევს ამ საქმეში მონაწილე მთავარ პირად. სამხილები, რომელიც ,მათ ერთმანეთის წინააღმდეგ გააჩნიათ არც გამოძიებულია , არც დადასტურებულია და არც უარყოფილია. თუმცა ორივე მხარე მიმართავს პროკურატურას სიმართლის გასარკვევად.

რამდენიმე დღის წინ ,ზაზა გაბედავამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის სტატუსი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,, ,,ბინძური ელისო “ეს გახლდათ ამ ქალბატონის პირველი ზედმეტსახელი,რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 1 სამმართველოს აგენტურული მონაცემების ბაზაში ინახებოდა.შემდეგ მოხდა ამ აგენტის სამხედრო პოლიციისთვის გადაცემა და იქ უკვე სახელი გაუკეთილშობილეს და “ნუკრი”დაარქვეს. 2007 წელს მოხდა მისი ჩანერგვა ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში.მისი რეკომენდატორი გახლდათ,მისი მუდმივი პატრონი ვალერი გელბახიანი,რომელიც არ გახლდათ ინფორმირებული კილაძის კავშირების შესახებ სამხედრო პოლიციასთან. “ნუკრი” მუდმივად აწვდიდა ინფორმაციებს კეზერაშვილის უწყებას და როგორც ცნობილია მისი უშუალო მეკავშირე იყო სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი მამაგეიშვილი.სწორედ მამაგეიშვილის ხელშია დღესაც ყველა ხელწერილი,რომელიც ელისო კილაძის მიერ ფულის აღება უკავშირდება აგენტურული საქმიანობის სანაცვლოდ. თითქმის ყველაფერი რაც ხდებოდა ბადრი პატარკაციშვილის შტაბში და რაზეც ხელი მიუწვდებოდა კილაძეს უმლვე ხვდებოდა კეზერაშვილის სამუშაო მაგიდაზე. ესეთი სანიმუშო მუშაობისთვის მას არაერთხელ გამოუწერეს სოლიდური პრემია. ამავე დროს მას დავალებული ქონდა თვალთვალი მის უშულო ხელმძღვანელზე ვალერი გელბახიანზე.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება გელბახიან-კოდუას შეხვედრები,რომელმაც დამანგრეველი როლი შეასრულა ბადრი პატარკაციშვილის ცხოვრებაზე.კილაძის მიერ ხდებოდა სპეცსამსახურების ინფორმირება გელბახიანის საეჭვო შეხვედრების შესახებ ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. მას შემდეგ რაც გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი მისი გარემოცვის ყველა წევრი ან დაპატიმრებული იქნა ან გაიქცა საქართველოდან ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებიდან ,ერთ-ერთი გამონაკლისი ელისო კილაძე აღმოჩნდა, რომელსაც არავინ შეხებია,რადგან ის როგორც ღრმა დაშიფრვის აგენტი დააკონსერვეს და სამომავლო საქმიანობისთვის შემოინახეს.ამავე პერიოდს უკავშირდება ვალერი გელბახიანის დევნილობაც, რომელიც რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. თუმცა მალე მასთან კავშირზე კვლავ გაუშვეს ელისო კილაძე, რომელმაც დახმარება აღუთქვა გელბახიანს და შეპირდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა მის საქართველოში დაბრუნების უსაფრთხოებას. გელბახიანის დაბრუნების პროცეში აქტიურად ჩაერთო გიორგი თარგამაძეც. სწორედ თარგამაძე-კილაძის კავშირებით მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის დარწმუნება, რომ გელბახიანი საჭირო კაცი იყო და გადაწყდა მისი დაბრუნება საქართველოში. სააკაშვილის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის სანაცვლოდ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების საქმეში ბრალდებულ გელბახიანს აეროპორტში ესკორტით დახვდნენ, ხოლო მეორე დღეს გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს და სახლში გაუშვეს.ყველას გვახსოვს სააკაშვილის მმართველობა, როდესაც თხის ქურდობისთვის ხალხს 8-10 წლით უშვებდენ ციხეში და ნათელი უნდა იყოს ყველასთვის თუ რის სანაცვლოდ გაათავისუფლეს უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული გელბახიანი. ყველას ახსოვს კადრები, როდესაც ბედნიერ კილაძეს ბავშვივით ხელჩაკიდებული გამოყავს ვალერი გელბახიანი სასამართლოს დარბაზიდან და ზეიმობს მის განთავისუფლებას. სწორედ ამ დღიდან იქმნება სააკაშვილის სპეცსამსახურების ახალი ტანდემი ,კილაძე-გელბახიანი,რომელსაც ყველაზე ბინძური დავალებების შესრულება ევალება.გელბახიანი გახლავთ ე.წ. სტრატეგიის მომფიქრებელი, ხოლო კილაძე გამხმოვანებელი. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ სააკაშვილის სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსნები კოდუა, კეზერაშვილი არაერთხელ ეცადენ ქართულ ოცნებაში კილაძის ჩანერგვას, მაგრამ არსებული ინფორმაციების საფუძველზე მოხდა მისი სრული იგნორირება და მთი გეგმა ჩავარდა. ამიტომ მოხდა სტრატეგიის შეცვლა და დაარსდა გაზეთი “ქრონიკა+” გაზეთის დაფინანსება დაევალა ერეკლე კოდუას დედას ლაურა ღაჭავას,ხოლო ეგრეთწოდებულ მეკავშირედ ღაჭავას მაშინდელი რძალი ნანუკა ჟორჟოლიანი დანიშნეს.სქემა აქაც მარტივი იყო,ზურა ადეიშვილი იძლეოდა ბრძანებებს კონკრეტულ არასასურველ პირებთან დაკავშირებით ბინძური კამპანიის დაწყების შესახებ,ეს ინფორმაცია მიდიოდა ჟორჟოლიანამდე, ხოლო ჟორჟოლიანიდან კილაძემდე.გელბახიანი ადგენდა ბინძური კომპრომეტაციის გეგმას,ხოლო ეგრეთწოდებული” რუპორი” გახლდათ ელისო კილაძე, რომელიც თანხის სანაცვლოდ მზად იყო ყველასთვის ყველაფერი დაებრალებინა.გელბახიანისვე მოფიქრებულია ვერსია, რომ კილაძის უკან დგას ბიძინა ივანიშვილის უახლოესი ნათესავი უჩა მამაცაშვილი,რათა მომხდარიყო ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია თავისავე თანაგუნდელების თვალში.ადეიშვილი-გელბახიანი- კლაძის ბინძური საქმიანობის ახალი ეტაპი გახლდათ 2015 წლის ზაფხულში კილაძის ვიზიტი ინგლისში,სადაც ის უშუალოდ შეხვდა თავის ძველ პატრონს დავით კეზერაშვილს.კეზერაშვილმა აღუთქვა კილაძეს დახმარება კიდევ უფრო დიდი ფინანსებით და მოსთხოვა მას ბევრად უფრო მძლავრი კომპრომეტაციის კამპანიის დაწყება ნაციონალებისთვის ყველაზე საშიში პირების წინააღმდეგ. ლონდონში კილაძეს გადასცეს 50 000 ფუნტი, ხოლო ამდენივე გადასცეს თბილისში ჩამოსვლისა. ამავე დრო დააკმაყოფილეს კილაძის მოთხოვნა, რომ რუსთავი 2-ს დაეწყო მისი და მისი გაზეთის რეკლამირების ფართო კამპანია. ეს გახლავთ მოკლე ანატომია იმ სიმსივნისა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ეწოდება და რომლის მეტასტაზებიც გახლავთ კილაძე, გელბხიანი, ლაურა ღაჭავა,ნანუკა ჟორჟოლიანი,რუსთავი 2 და ყველაფრის ამის შემქმნელი ზურაბ ადეიშვილი!”

ამ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ, ელისო კილაძე კონკრეტულად ამ ჩამოთვლილ საკითხებს არ ეხება, თუმცა ასევე სოციალური ქსელის საშუალებით აფიქსირებს თავის პოზიციას ზაზა გაბედავასთან დაკავშირებით და მას შესაძლო კავშირს, სამეგრელოს გუბერნატორთან ლევან შონიასთან .

shoniaaa

,,სამეგრელოს გუბერნატორის ლევან შონიას და მალხაზ ბასილაიას შეხვედრაზე გუბერნატორის სამუშაო კაბინეტში ჩემი გვარის ხსენება რომ იყო ვიცი,მაგრამ მოქმედმა გუბერნატორმა ზაზა გაბედავას რატომ დაურეკა მოსკოვში ?( 21 წუთი ელაპარაკა )
რას ხლართავთ, ამჯერად ?! სამეგრელოს გუბერნატორს ლევან შონიას ციფრები 14 17+1 რამეს ეუბნება ?!
ეს მისი აგენტურული ნომერია რუსეთის ფსბ-ში.
მოკითხვა,ბატონო ლევან !
ომი გინდოდათ ?
რა პრობლემაა ?!
“- წერს ელისო კილაძე.

ელისო კილაძემ, გონივრული ეჭვის საფუძველზე,მიმართა პროკუროს, რომ მის წინაღმდეგ შესაძლოა განხორციელდეს პროვოკაცია.

,,ალისტრახო (მალხაზ) ბასილაიამ სამეგრელოს გუბერნატორთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა,ზაზა გაბედავასთან ზარი არ შეიმჩნია !
პატივცემულო მთავარო პროკურორო-გონივრული ეჭვი მაქვს,რომ ზაზა გაბედავა ამ დღეებში გეგმავს მორიგ პროვოკაციას,ეს შეიძლება იყოს ჩემი ყალბი პროფილით,პირადი ფირების გავრცელება(წინა შემთხვევის მსგავსად),მოგმართავთ თხოვნით-ასეთ შემთხვევაში დაკითხეთ სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია და ალისტრახო ( მალხაზ) ბასილაია,( თამაზაშვილი და ღარიბაშვილი იგულისხმება )
მე დაკითხვაზე არ მოვალ !!!!”

თავის მხრივ ზაზა გაბედავა უარყოფს სამეგრელოს გუბერნატორთან საუბარს და მოითხოვს გაირკვეს თუ ვინ შექმნა ელისო კილაძის ყალბი პროფილი.

,,სამეგრელოს გუბერნატორი მე მოღალატედ გამოვაცხადე რამდენი ხანია გულუას სპეცნაზმის წევრი და მაგას დაველაპარაკები ? მე ზვიადის მკვლელებთან  მეგობრული კავშირი არ მაქვს, რაც შეეხება , მის ყალბ პროფილს ეს არის ცილისწამება, ვინ შექმნა გვერდი შეამოწმონ აიპი მისამართით, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ფირებს ელისო კილაძე აქვეყნებს და მერე თავის ფეისბუქ გვერდზე აგზავნინებს ეჭვი რომ არ შეეპაროთ კილაძეზე”- აცხადებს ზაზა გაბედავა.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ზაზა გაბედავას ბრალდებას ერთი წინადადებით გამოეხმაურა :

,,გაბედავას სიზმრებს მოსკოვში უწერენ, თუ თავად არის ავტორი? რეებს ბოდავს?”

ურთიერთ გამომრიცხავი ბრალდებებისა და ორივე მხარის, ელისო კილაძისა და ზაზა გაბედავას, მაღალი ინტერესის მიუხედავად გარკვეული იყოს სიმართლე, სად გადის ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის, პროკურატურას ჯერ არ გაურკვევია…

 

2 კომენტარები

დატოვეთ კომენტარი