მთავარი სამართალი დღეს განახლდა გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატების სარჩელის არსებითი...

დღეს განახლდა გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატების სარჩელის არსებითი განხილვა

0 523

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს განახლდა გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატების სარჩელის არსებითი განხილვა. სარჩელების გაერთიანების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი და იგივე შინაარსიდან გამომდინარე მიიღო. მოსარჩელე მოითხოვს ანტიკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რომელიც გაფლანგვის ბრალდებაზე სასჯელის განსაზღვრას არეგულირებს. სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნორმა ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს, როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს. არსებითი განხილვა გუშინ 5 საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის გამო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების შემდეგ 4-მა მოსამართლემ პროცესის გადადება მოითხოვა, თუმცა 5 საათიანი მსჯელობის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 კაციანმა პლენუმმა სხდომის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი