მთავარი უბედური შემთხვევა გლდანში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

გლდანში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. ერთმანეთს ”მერსედესის” მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი ამოტრიალდა.  ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი