მთავარი ამინდი გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებულ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩავა

გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებულ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩავა

0 693

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებული იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩავა. 
როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან გახდა აცნობილი, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

სტიქიის გამო გადაიდო ურეკის საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena გადმოცემის საზეიმო ცერემონია. ასევე, გადაიდო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი, ბაში-დაფნარის ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი