მთავარი პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილი ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

გიორგი კვირიკაშვილი ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

0 842

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში, ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის მთავრობას.
გიორგი კვირიკაშვილს სჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს.

,,შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა. წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამინების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.
საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას.
ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს – ბასტილიის დღეს. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე.მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს”.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი