მთავარი პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილი – გვინდა დავანახოთ ევროპას, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, რომელიც...

გიორგი კვირიკაშვილი – გვინდა დავანახოთ ევროპას, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, რომელიც პრობლემებს შექმნის

0 452

ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ დადგება დრო, როცა საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველომ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.

„ჩვენ გვინდა დავანახოთ ევროპის ქვეყნებს, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, რომელიც პრობლემებს შექმნის, პირიქით, ხელს შეუწყობს ევროკავშირის გაძლიერებას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ მინისტრმა საქართველოს ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ „ევროპა არის საქარველოს წარსული და მომავალი”.
„ქართველები არ ცდილობენ გარდაიქმნან ისეთად, რაც არასოდეს არ ყოფილან, ქართველები ნამდვილად არიან ევროპელები. ჩვენი კულტურა არის მიმანიშნებელი ამის და ჩვენი ისტორია ყოველთვის არის დაკავშირებული ევროპასთან. ევროპა არის ჩვენი წარსული, ევროპა არის ჩვენი მომავალი. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, ქართველები მზად არიან მაქსიმალური ძალისხმევა წარმართონ, რომ საქართველო ნამდვილად ჩამოყალიბდეს ევროპულ ქვეყნად. ჩვენი პროგრესი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო ახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც იკისრა ქვეყანამ, ეს ჩვენთვის არის გზამკვლევი, ტრანსპორტის, ეკონომიკის, მრეწველობის სფეროში რეფორმებისკენ. ჩვენ გადავსინჯეთ ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ძირეულად, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები შევასრულეთ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბათუმში ევროინტეგრაციის თემაზე მე-13 საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა. ღონისძიება ბათუმში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი