მთავარი უცხოეთის ამბები გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ე.წ. მესაზღვრეს ქართულ მხარეს არ გადასცემენ

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ე.წ. მესაზღვრეს ქართულ მხარეს არ გადასცემენ

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ე.წ. მესაზღვრეს ქართულ მხარეს არ გადასცემს. როგორც მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, თუ მესაზღვრის ბრალი დამტკიცდა, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება.„კანონისა და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ჩვენს მოქალაქეს სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში ვერ გადავცემთ“, – განაცხადა ხაჯიმბამ.  საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში ე.წ. მესაზღვრემ მოკლა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი