მთავარი მსოფლიო გერმანია მიიჩნევს, რომ თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა შეჩერდე

გერმანია მიიჩნევს, რომ თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა შეჩერდე

0 575

გერმანია მიიჩნევს, რომ თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერება აუცილებელია.

როგორც მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, ეს აუცილებელია იმ ქმედებების ფონზე, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ახორციელებს.

ზაიბერტის თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყება „წარმოუდგენელია“.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში ათასობით ადამიანი დაკავეს.რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, თურქეთმა შესაბამისი მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 11 წლის წინ დაიწყო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი