მთავარი რეგიონი გაფიცვა ბათუმში – 200-მდე ადამიანი დამქირავებელს პირობების დარღვევაში ადანაშაულებს

გაფიცვა ბათუმში – 200-მდე ადამიანი დამქირავებელს პირობების დარღვევაში ადანაშაულებს

0 717

ბათუმის ახალ ბულვარში მშენებარე სასტუმრო მეტრო სითის მშენებლობაზე დასაქმებული 200-მდე მუშა დილიდან გაიფიცა და საპროტესტო აქციას მართვას.

პროტესტის მიზეზი, აქციის მონაწილეთა განცხადებით, ორი თვის მიუღებელი ხელფასი და მძიმე სამუშაო პირობებია.

მუშები ამბობენ, რომ დამსაქმებელი კომპანია არ ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს. გაიზარდა სამუშაო საათები, დასვენება კი თვეში ორ დღემდე შეუმცირეს.

კომპანიის წარმომადგენლები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი