მთავარი განათლება განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში დაინტერესებული პირების მეორე შეხვედრა გაიმართა

განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში დაინტერესებული პირების მეორე შეხვედრა გაიმართა

0 636

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ღიაა ნებისმიერი დაინტერესებულისთვის, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში, იქნება განათლების რეფორმა, ხარისხის გაუმჯობესება, პროცესებში სტუდენტთა მონაწილეობის გაზრდა, სტუდენტური ცხოვრების მოწესრიგება და სხვა. პლატფორმის მეორე შეხვედრა მთავრობის მიერ აშენებულ ახალ სტუდენტურ საცხოვრებელში გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტები ესწრებოდნენ, ბევრ საინტერესო თემაზე იმსჯელეს, მათ შორის აკადემიური თავისუფლების, უნივერსტეტების ავტონომიის, გარე რეფერირების, სტუდენტური ცხოვრების მოწყობასა და სხვა ისეთ თემებზე, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სწავლის ხელმისაწვდომობას ემსახურება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან მალე ჩამოვა დიდი ჯგუფი მაღალი დონის უცხოელი ექსპერტებისა, რომლებიც ქართულ მხარესთან ერთად ჩაერთვებიან ამ საქმიანობაში და გაგვიზიარებენ ევროპულ გამოცდილებას. რაც შეეხება პლატფორმას, იგი გადავა სხვადასხვა ფორმატით მუშაობის რეჟიმში და იქნება მუდმივმოქმედი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი