მთავარი საზოგადოება ბესიკ ამირანაშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება

ბესიკ ამირანაშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება

შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ნატრიაშვილთან და შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, საბერძნეთის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ბესიკ ამირანაშვილი ბერძენ კოლეგას, საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინოს ცუვალასს შეხვდა.

მხარეებმა ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებული ვითარება და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის შედეგები განიხილეს, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობა მაღალ დონეზე შეაფასა.

საქართველოს შს სამინისტროს დელეგაციისა და ბერძენი სამართალდამცველების შეხვედრაზე ორი ქვეყნის შს სამინისტროებს შორის „დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმების“ გაფორმების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ უფრო გაამყარებს და კარგ სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის საქართველოსა და საბერძნეთის პოლიციის ურთიერთთანამშრომლობას.

საბერძნეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შეხვედრაც გაიმართა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი