მთავარი უცხოეთის ამბები ბაღდადში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 82-ს შეადგენს (ფოტო,ვიდეო)

ბაღდადში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 82-ს შეადგენს (ფოტო,ვიდეო)

ბაღდადში მომხდარი ორმაგი ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 82 შეადგენს. შემთხვევის შედეგად ბაღდადის სულ მცირე 100-მდე მცხოვრები მძიმედ დაშავდა.
ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბაღდადის ცენტრალურ რაიონ კარრადაში, რომელიც შუაღამის შემდეგ ადამიანებით ივსება, მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში გაისმა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა შიიტია. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო. ერაყის ხელისუფლება აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

ფოტო,ვიდეო მასალა:

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი