მთავარი უცხოეთის ამბები ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 172-მდე გაიზარდა

ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 172-მდე გაიზარდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა საგრძნობლად მოიმატა და 172-მდე გაიზარდა. დაშავებულია 200-მდე ადამიანი. ამის შესახებ ერაყის პრემიერმინისტრი „თვითერის“ პირად გვერდზე წერს.მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა. ბოლო აფეთქება სავაჭრო ცენტრ „კარადთად“ მოხდა, რა დროსაც სატვირთო ავტომანქანა-მაცივარი აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, ერთ-ერთ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი