მთავარი რეგიონი ბათუმში წინასაარჩევნოდ მედიაცენტრი გაიხსნა

ბათუმში წინასაარჩევნოდ მედიაცენტრი გაიხსნა

0 767

დღეს, 26 ივლისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მედიაცენტრი გაიხსნა.

მედიაცენტრში მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ წინასაარჩევნო პერიოდში მოაწყონ დისკუსიები და გაავრცელონ ინფორმაცია. ასევე დაგეგმილია მედიაბრიფინგების ორგანიზება, კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება, ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნების დღეს არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მსგავსად, მედიაცენტრები გაიხსნა საქართველოში არსებულ სხვა ცენტრებშიც. მათივე ინფორმაციით, მედიაცენტრები იმუშავებენ 2016 წლის დეკემბრის ჩათვლი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი