მთავარი პოლიტიკა აჭარის მთავრობა გადაყენებულია – პრეზიდენტმა აჭარაში რწმუნებულად ზურა პატარაძე დანიშნა

აჭარის მთავრობა გადაყენებულია – პრეზიდენტმა აჭარაში რწმუნებულად ზურა პატარაძე დანიშნა

0 1220

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. ინფორმაციას ადასტურებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე.
ინფორმაციას ადასტურებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი პეტრე ზამბახიძე.

“ეს იყო ფარსი, დეპუტატებთან შეხვედრა, გადაუწყვეტია ყველაფერი პრეზიდენტს. ეს რეგიონის ინტერესების უგუველყოფა და შეცდომაა”,- აცხადებს ზამბახიძე.

კანონმდებლობით პრეზიდენტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორ შემთხვევაში შეუძლია დანიშნოს რწმუნებული: როცა გადააყენებს ან უნდობლობას გამოუცხადებს მთავრობას.
პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები, იმის შესახებ, რომ უმაღლესმა საბჭომ აირჩიოს მთავრობის თავმჯდომარეს პატარაძე და აჭარას არა რწმუნებული, არამედ თავმჯდომარე ყავდეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი