მთავარი უცხოეთის ამბები აფხაზეთში დღეს რეფერენდუმი გაიმართება

აფხაზეთში დღეს რეფერენდუმი გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს რეფერენდუმი გაიმართება. დაზუსტებული მონაცემებით, აფხაზეთში 10 ივლისისთვის დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობას 133 202 ადამიანი მიღებს. ამის შესახებ „აბხაზია ინფოს“ დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.მათივე ინფორმაციით, მთლიანობაში 151 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.
მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: „მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?“. პასუხის ვარიანტებია: „დიახ, „არა“. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი