მთავარი რეგიონი ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებიან

ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებიან

0 606

ამ წუთებში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „ წევრები არიან შეკრებილები. ოპოზიციის წევრები სამი აქტივისტის დაკითხვაზე დაბარებას აპროტესტებენ. ფაქტს კი ლევან ვარშალომიძის დაბრუნებისას მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ. აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილი ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ მათი მხრიდან არანაირ გადაცდომას არ ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება 3 ივლისს სარფში მომხდარ ინციდენტს ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაიწყო.

მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი