მთავარი საერთო ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და ხელისუფლებას

ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და ხელისუფლებას

0 643

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის – „ბასტილიის აღების დღეს“, ქალაქ ნიცაში მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდარ თავდასხმას, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თავდასხმის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

”შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას.

საქართველო მკაცრად გმობს მომხდარ ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ გლობალურ დანაშაულს და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი