მთავარი ტექნოლოგიები Samsung-ი მალე საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე გადავა

Samsung-ი მალე საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე გადავა

Samsung-ი ნელნელა Android სისტემაზე უარის თქმას აპირებს. ეტაპობრივად ის საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე Tizen-ზე გადასვლას გეგმავს, რომელიც მის მიერ წარმოებულ ყველა მოწყობილობაზე იქნება წარმოდგენილი.
ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს სამსუნგს მოიპოვოს დამოუკიდებლობა Google-ისგან, რომელიც Android სისტემის მწარმოებელია. როგორც კომპანიაში განაცხადეს, საკუთარი ოპერაციული სისტემის გარეშე Samsung-ს მომავალი არ ექნება. სისტემა Tizen-ი გამოიყენება ჭკვიანურ საათებში და სამაჯურებზე. კომპანიამ ინდოეთში გამოუშვა ბიუჯეტიანი ტელეფონები ( Samsung Z1),რომლებიც უკვე Tizen-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. 1 კვარტლის მიხედვით გაყიდულია 64 მილიონი ტელეფონი. მალე სამხრეთკორეული გიგანტი გეგმავს თავისი სისტემა თავიანთ ჭკვიან საათებში,ტელევიზორებში და კამერებში დააყენოს. როგორც ექსპერტები ამბობენ, 2016 წლის ბოლოს Tizen-ი ხელმისაწვდომი იქნება მთელ მსოფლიოს მოწყობილობების 11,3%-ზე.

Samsung-Z1-Product-Specifications1

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი