მთავარი პოლიტიკა 5 ივლისიდან მოგევლინებით, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი – დავით უსუფაშვილი

5 ივლისიდან მოგევლინებით, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი – დავით უსუფაშვილი

0 1693

როგორც კი დავასრულებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, მე თქვენ მოგევლინებით, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ზოგადად კვლევებთან და პროცენტებთან დაკავშირებით განცხადებებს ის 5 ივლისის შემდეგ, უფრო ვრცლად გააკეთებს, მას შემდეგ, რაც უსუფაშვილი არჩევნების პროცესში პოლიტიკური ლიდერის სტატუსით ჩაერთვება.

“როგორც კი დავასრულებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, მე თქვენ მოგევლინებით, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი. აი მაშინ ვილაპარაკოთ კვლევებზეც პროცენტებზეც, შანსებზეც გამარჯვებაზეც, დამარცხებაზეც და ყველაფერზე. 5 ივლისიდან გპირდებით, რომ ვიქნები თქვენს განკარგულებაში, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი