მთავარი უბედური შემთხვევა 22 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

22 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

22 წლის სალომე აქირთავას მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა.

სალომე აქვირთავა მკურნალობის კურსს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის. ექიმების ცნობით, იგი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, გუშინ, დედა-შვილი ანაკლიაში გაჩერებაზე იდგა და ზუგდიდისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდა, რა დროსაც სალომე აქირთავას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი