მთავარი პოლიტიკა “2012 წელს იყო არაერთი “რუსთავი 2″, არამედ ბევრი და მაშინ დაგამარცხეთ თქვენ...

“2012 წელს იყო არაერთი “რუსთავი 2″, არამედ ბევრი და მაშინ დაგამარცხეთ თქვენ და თქვენი პარტია, ვაპირებთ, გავიმეოროთ”

0 490

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან “რუსთავი 2″-ზე დღეს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას წარსულს იხსენებს და დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” წარსულის მაგალითს გაიმეორებს და “რუსთავი 2″-ს 2016 წლის არჩევნებზეც დაამარცხებს.

“2012 წელს იყო არაერთი “რუსთავი 2″, არამედ ბევრი და მაშინ დაგამარცხეთ თქვენ და თქვენი პარტია. ჩვენ ვაპირებთ, გავიმეოროთ ეს წარმატებული ისტორია. თქვენ არ ხართ ის ტელევიზია, რომელიც საზოგადოებისგან ნდობას იმსახურებს. თქვენ ხართ ოპოზიციური, მაგრამ მიკერძოებული ტელევიზია და ამიტომ იმსახურებთ ჩვენგან კრიტიკულ შეფასებას“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა “არჩევანში”.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი