მთავარი საზოგადოება 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალური დაფა გაკეთდა

13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალური დაფა გაკეთდა

0 1544

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა მოადგილეებთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკო.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად ციფრი ცამეტი ხავსით გამოსახეს.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის სალიკვიდაციო სამუშაოებში გეოლოგები, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდნენ.
13443312_1075679815822321_3076324845941752748_o
13433363_1075678535822449_7690295540745541664_o
13427882_1075678642489105_8529048829004324573_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი