მთავარი საზოგადოება 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან ერთი წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან ერთი წელი გავიდა. სპეციალისტები მომხდარ ტრაგედიას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ, რომელიც ახალდაბაში ჩავიდა.

მოწყვეტილმა მასამ ვერეს ხეობაში მდინარის დაგუბებაც გამოწვია. დაახლოებით, ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა, სპეციალისტების შეფასებით, ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა გამოიწვია.

სტიქიის ეპიცენტრები იყო სვანიძის ქუჩა, ასევე ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური. ტრაგედიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაკარგულად ითვლება. დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და ათასზე მეტი ფიზიკური პირი.

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც. გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეჰემოტი ბეგი კი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში და ჟურნალების გარეკანზეც მოხვდა.

13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად დღეს სამებაში პანაშვიდს გადაიხდიან.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი