მთავარი რელიგია 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამებაში ხვალ პანაშვიდი ჩატარდება

13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამებაში ხვალ პანაშვიდი ჩატარდება

0 674

2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამების საკათედრო ტაძარში ხვალ პანაშვიდი აღევლინება, – ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

„ხვალ არის სტიქიური უბედურების ერთი წლისთავი. რამდენიმე კაცი დაიღუპა და ჩვენ გვექნება პანაშვიდი“, – აღნიშნა უწმინდესმა.

მისივე თქმით, ხუთშაბათს აღინიშნება მამადავითობა და მღვდელთმთავარი შეასრულებს წირვას, თავად პატრიარქი კი ეცდება 12:00 საათზე პარაკლისი გადაიხადოს. ხოლო მომავალ კვირას მისი უწმინდესობის თქმით, სულთმოფენობა და სამების საკათედრო ტაძრის დღეა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი