მთავარი პოლიტიკა 1 ივლისს საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

1 ივლისს საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

0 841

1 ივლისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა გერმანელ კოლეგასთან, რის შემდეგაც მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი